უცხოეთი
კასპიის ფლოტილიაში საბრძოლო მზადყოფნის რიგგარეშე შემოწმება დაიწყო

korabl-zar-1საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. კასპიის ფლოტილიაში, ვიცე-ადმირალი სერგეი ალეკმინსკის ხელმძღვანელობით, ტაქტიკური წვრთნებით სახომალდე ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, - ნათქვამია რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.

7-დღიან წვრთნებში ათამდე სარეიდო ხომალდი და კატერი, ასევე ფლოტილიის 400-ზე მეტი მეზღვაური მონაწილეობს. სახომალდე სატრალერე ჯგუფმა ვოლგა-კასპიის არხში კასპიის ზღვისკენ აღებული გეზით 350 მილზე მეტი უნდა გაცუროს და საზღვაო პოლიგონებზე სასწავლო-საბრძოლო ვარჯიშები ჩაატაროს.