უცხოეთი
საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აქსენოვმა აშშ-ის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე სევასტოპოლის №5 სკოლის რემონტზე ტენდერის განთავსების შესახებ განაცხადა.
„აშშ-ის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განыავსებულია ტენდერი სევასტოპოლის მე-5 სკოლის რეკონსტრუქციაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საინჟინრო ბაზად. ტენდერი გაუქმდა“, - დაწერა აქსენოვმა Twitter-ზე.მისი თქმით, სკოლის რეკონსტრუირება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საინჟინრო ბაზად უნდა მომხდარიყო. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე - Federal Business Opportunity განთვასებული ცნობის თანახმად, ტენდერი 2013 წლის 5 სექტემბერს დაემატა და 2014 წლის 15 აპრილს გაუქმდა „უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“. განაცხადები ტენდერში მონაწილეობაზე 2013 წლის 21 ოქტომბრამდე მიიღებოდა.
ტენდერში შემკვეთად მითითებულია აშშ-ის სახედრო-საზღვაო ფლოტის საინჟინრო-სამშენებლო სარდლობა.