პუბლიკაციები
ტეფტი - კარიერული დიპლომატი, 1996-1999 წლებში ამერიკული დიპმისიის ხელმძღვანელი იყო მოსკოვში, უკრაინის გარდა, იყო აშშ-ის ელჩი ლიტვაში (2000-2003 წლებში) და საქართველოში (2005-2009 წლებში), სადაც დაარქვეს კიდეც “ტუფტა” იმის გამო, რომ ის, დემოკრატიისკენ მოწოდებების მიუხედავად, გამუდმებით მხარს უჭერდა სააკაშვილს იმ წლების ყველა დანაშაულში (საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ომი 2008 წლის აგვისტოში, მიტინგის სისხლიანი დარბევა 2007 წელს, უკანონო მასობრივი მკვლელობები, ბიზნესმენების რეკეტი, პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მკვლელობა და სხვა).
“ტეფტის კანდიდატურას შეეძლო მოსკოვისთვის გამაღიზიანებელი გამხდარიყო, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობის გაუარესების შუქზე თეთრი სახლი ამაში დაბრკოლებას ვერ ხედავს”, - აღნიშნავს გაზეთი. New York Times-ის მონაცემებით, რუსეთთან ბოლოდროინდელი მრავალრიცხოვანი უთანხმოებების გამო აშშ მთლიანად გადახედავს თავის ურთიერთობას მოსკოვთან და “შეკავების” პოლიტიკასთან” დაბრუნებისკენ ემზადება, რომელიც პირველად ამერიკელმა დიპლომატმა ჯორჯ ქენანმა აღწერა 1947 წელს. ის გულისხმობს რუსეთთან თანამშრომლობის მცდელობას იმ მცირერიცხოვან დარგებში, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები თანხვდება, და მოსკოვის იგნორირებას საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, - აფრთხილებს გამოცემა.