საზოგადოება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ- მინისტრი, მეუღლესთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას და სადღესასწაულო მიღებას დაესწრო

prazdnik-sazog-3-mtსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
"ქრისტე აღდგა! დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს. ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებ, რომ მალე გვენახოს გაბრწყინებული საქართველო,”
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე. მისი თქმით, პატრიარქს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბრძნული ეპისტოლე ჰქონდა.
სააღდგომო წირვის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

prazdnik-sazog-3-1 prazdnik-sazog-3-2
prazdnik-sazog-3-3 prazdnik-sazog-3-4