უცხოეთი
საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ამოქმედდა დროებითი აკრძალვა რფ-ის მამრობითი სქესის 16-60 წლის ასაკის მოქალაქეთათვის ნებისმიერი ტრანსპორტით შესვლაზე.
მესაზღვრეება დააზუსტეს, რომ ეს აკრძალვები ეხება არა მარტო თვითმფრინავებს, არამედ ყველა სახის მიმოსვლასა და ტრანსპორტს.
„ამჟამად ეს ღონისძიებები ყველა მონაკვეთზე ტარდება“, - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.