უცხოეთი
უკრაინის ხელისუფლება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჯარებს არ გამოიყვანს

zarubeJom-2საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. კონფლიქტის დესკალაციასთან დაკავშირებით ჟენევაში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უმაღლესი რადას მიერ დანიშნულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ განაცხადა ოთხმხრივ ფორმატში რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.

„უკრაინის მთავრობამ მოიწონა ანტიტერორისტული ოპერაცია რეგიონებში, რომლებიც ექსტრემისტული და ტერორისტული ქმედებებისგან დაზარალდა“, - ირწმუნებოდა იგი. მისი თქმით,  იქ განთავსებული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. „ჩვენ ისინი იქიდან არ უნდა გამოვიყვანოთ“, - განაცხადა დეშიცამ.

ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების ყოფნა არ ნიშნავს მათ უთუო ამოქმედებას.

„ცხადია, ისინი შეიძლება არ იქნენ გამოყენებული ოპერაციებში, თუკი სიტუაციის დესკალაცია მოხდება“, - აღნიშნა მან.