სამართალი
პუტინი: “ვერ ვიტყვი, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან რაღაც განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის წესიერი ადამიანია და საკმაოდ მამაცი...”

prav-3-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”, რომლის მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ბლიც შეკითხვას უპასუხა.

- როდის იხილავს ქვეყანა პირველ ლედის?

- იცით რა, ჯერ ჩემი ყოფილი ცოლი ლუდმილა ალექსანდროვნა უნდა გავათხოვო, მერე კი საკუთარ თავზე ვიფიქრებ.

- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი ფილმი?

- რა თქმა უნდა, “ჩაპაევი” (იცინის)

- რატომ არ მიემგზავრებით საზღვარგარეთის პასპორტით აშშ-ში? თქვენც არ გიშვებენ თუ  არ გინდათ?

- არა, ჩვენი კონტაქტები ისახებოდა, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, ეს კონტაქტები შეეჩერებინათ. მაგრამ იმედი აქვს, რომ თავის დროზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

- იქნება თუ არა ისევ “რკინის ფარდა”?

- “რკინის ფარდა” - საბჭოთა გამოგონებაა, ეს არის შიდა მოვლენა, ჩვენ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, ჩვენი საზოგადოების დახურვას არავისგან ვაპირებთ. არ იქნება.

- თანახმა ხართ თუ არა, მთელი სიცოცხლე პრეზიდენტად დარჩეთ?

- არა.

- ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რამდენ დროს უთმობთ ძილს?

- ექვს საათს. ეს უკვე ვთქვი.

- მე დანიილ ჩუჩინი ვარ შჩეტინოს №1 საბავშვო სახლიდან. შეგიძლიათ მოკითხვა გადმომცეთ?

- დანიილ, დიდი მოკითხვა შენ და ყველა შენს მეგობარს, ყველა ნაცნობს, ყველას, ვინც ამ საბავშვო სახლში ცხოვრობს. იმედი მაქვს, როდისმე შევხვდებით.

6 წლის ალბინას შეკითხვა:

- როგორ ფიქრობთ, ობამა გადაგარჩენდათ, რომ იხრჩობოდეთ?

- ძალიან ვისურვებდი, რომ ეს არ დამმართოდა. მაგრამ, თქვენ იცით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის გარდა პირადი ურთიერთობაც არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან რაღაც განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის წესიერი ადამიანია და საკმაოდ მამაცი. და ის, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდა.