საზოგადოება
პუტინი: “საქმე ის კი არ არის, რა იქნება უფრო ადრე - რეფერენდუმი დეცენტრალიზაციის ან ფედერალიზაციის საკითხზე და შემდეგ არჩევნები თუ ჯერ არჩევნები, შემდეგ კი სახელმწიფოს სტრუქტურის რაიმე ცვლილება, - საქმე ამ ადამიანებისთვის გარანტიებშია!”

obs-3-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

პოლიტიკოს ირინა ხაკამადას შეკითხვას “შეუძლია თუ არა  რუსეთს ისეთი ვარიანტის შეთავაზება, რომლის დროსაც ეს კომპრომისი თქვენსა და ამერიკას შორის მოიძებნება?” - პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“კომპრომისი უნდა მოიძებნოს არა მესამე მოთამაშეებს შორის, არამედ თავად უკრაინის შიგნით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის.

...საქმე ის არის, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის რუსი და რუსულენოვანი მოქალაქეების კანონიერი უფლებები და ინტერესები უზრუნველვყოთ - შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მეფის დროის ტერმინოლოგიის გამოყენებით, ეს - ნოვოროსიაა: ხარკოვი, ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა არ შედიოდა უკრაინის შემადგენლობაში მეფის დროს, ეს ყველა ის ტერიტორიებია, რომლებიც უკრაინას საბჭოთა მმართველობის 20-იან წლებში გადაეცა. რისთვის გააკეთეს ეს, ღმერთმა იცის. ეს ყველაფერი ხდებოდა პოტიომკინის და ეკატერინე მეორის შესაბამისი გამარჯვებების შემდეგ ცნობილ ომებში ცენტრით ნოვოროსიისკში. აქედან მოდის ნოვოროსია. მერე სხვადასხვა მიზეზით ეს ტერიტორიები წავიდა. მაგრამ ხალხი ხომ იქ დარჩა.

და საქმე ისიც კი არ არის, რა იქნება უფრო ადრე - რეფერენდუმი დეცენტრალიზაციის ან ფედერალიზაციის საკითხზე და შემდეგ არჩევნები თუ ჯერ არჩევნები, შემდეგ კი სახელმწიფოს სტრუქტურის რაიმე ცვლილება, - საქმე ამ ადამიანებისთვის გარანტიებშია!”.