ამერიკელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ობამა მნიშვნელოვან პრობლემებზე ლაპარაკისას ცრუობს
საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ამერიკელ ამომრჩეველთა ორი მესამედი თვლის, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მნიშვნელოვან პრობლემებზე ლაპარაკისას ცრუობს, იტყობინება ამერიკული ტელეარხი “ფოქს ნიუსი”. რესპონდენტთა მხოლოდ 15%-ს მიაჩნია, რომ ობამა მუდამ სიმართლეს ამბობს, 61% თვლის, რომ პრეზიდენტი ან უმეტესწილად, ანდა ხანდახან ცრუობს. და მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ იგი ამას იშვიათად აკეთებს.
გამოკითხვა 13-15 აპრილს ტელეარხმა “ფოქს ნიუსმა” კომპანიებთან Anderson Robbins Research და Shaw & Company Research-თან ერთად ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1012-მა დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა.