უცხოეთი
პუტინი: აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკები კიევის ახალი ხელისუფლების დანაშაულია
tankiსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ტანკებისა და ავიაციის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთი დანაშაულია, განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზის მიმდინარეობისას. „იმის გაცნობიერების ნაცვლად, რომ უკრაინის სახელმწიფოში რაღაც ცუდი ხდება, მათ კიდევ უფრო გაამძაფრეს ძალისმიერი მუქარა და იქამდე მივიდნენ, რომ სამოქალაქო მოსახლეობისკენ ტანკები და ავიაცია მიმართეს. ეს კიევის დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ერთი ძალიან სერიოზული დანაშაულია.“