უცხოეთი
ევროკავშირის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნა არ შეინიშნება

Georgij-Alafuzoffსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორი. ევროკავშირის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ფინელი გიორგი ალაფუზოფი არ ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებში რუსი სპეცრაზმელების ხელი ურევია ისე, როგორც ეს ყირიმში მოხდა. ალაფუზოფის თქმით, ლაპარაკია ცალკეულ ადამიანებზე, რომლებმაც ინიციატივა თავად აიღეს ხელში.

ალაფუზოფი ვარაუდობს, რომ ადმინისტრაციული შენობების დაკავებაში ძირითადად ადგილობრივი მკვიდრები მონაწილეობენ.

„ჩემი აზრით, ესაა ხალხი, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და ხელს არ აძლევთ ამჟამად არსებული ვითარება“, - აცხადებს ალაფუზოფი.