უცხოეთი
რუსეთის შსს-ს ხელმძღვანელი სიმფეროპოლში „ბერკუტის“ თანაშრომლებს შეხვდა
1-berkuti-zar-3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის შსს-ს რიგებში „ბერკუტის“ მებრძოლთა გაერთიანება ხელს შეუწყობს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, - განაცხადა რფ-ის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა ამ ძალოვანი ქვედანაყოფის თანამშრომლებთან შეხვედრაზე სიმფეროპოლში. „დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შსს-მ  ღირსეული შევსება მიიღო თქვენი სახით და ჩვენ წარმატებით ვიმუშავებთ ერთად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა მინისტრმა.