უცხოეთი
ევროკავშირს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უცხოური დაჯგუფებები მოქმედებენ

1-gruppi-zar-2საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთიდან შეიჭრნენ, ამის შესახებ მეზობლობის პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა.

„შეიარაღებული დაჯგუფებების კოორდინირებული და პროფესიული ქმედებები, მათი ჩათვლით, ვინც უკრაინაში უცხოეთიდან შევიდა, აღმოსავლეთ უკრაინაში ყირიმის სცენარს იმეორებს“, - განაცხადა ფულემ ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის სახელით.