უცხოეთი
უკრაინელმა მედესანტეებმა თავისი ხალხისთვის სროლაზე უარი თქვეს

1-desantnik-zar-1საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. უკრაინული არმიის კიდევ სამი ჯავშანმანქანა გადავიდა სლავიანსკში, აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეთა მხარეს. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ერთ-ერთმა უკრაინელმა მედესანტემ, რომელიც ფედერალიზაციის მომხრეთა მხარეს გადავიდა,  „როიტერის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ არმია „თავის ხალხს არ ესვრის“. მედესანტეები დნეპროპეტროვსკის საჰაერო სადესანტო ბრიგადიდან არიან.

სააგენტო ასევე იტყობინება, რომ რადას მიერ დანიშნული უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ კოვალი  კრამატორსკში ქვეით საბრძოლო მანქანებთან დაკავშირებული „ვითარების გამოსარკვევად“  ჩასვლას აპირებს. ეკიპაჟები მეამბოხეთა მხარეზე გადავიდნენ.

დღეს ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც კიევის ხელისუფლებამ მეამბოხეებთან საბრძოლველად გააგზავნა, სლავიანსკსა და კრამატორსკში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაბლოკა.