უცხოეთი
„მემარჯვენე სექტორმა“ რადა დაბლოკა და ავაკოვის გადადგომას ითხოვს

1-gruSevski-zar-3საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „მემარჯვენე სექტორის“ მომხრეებმა დაბლოკეს უმაღლესი რადას შენობა, რომელიც კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მდებარეობს.

რამდენიმე ასეული აქტივისტი, რომლებიც კოლონებად დაეწყვნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და რადას მიერ დანიშნული ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არსენი ავაკოვის გადადგომა მოითხოვეს.

ამასთან, მათ მოითხოვეს ხელისუფლებისგან უკრაინაში იარაღის თავისუფლად შეძენისა და ტარების ნებართვის გაცემა და ასევე, უკრაინელებისთვის მთავრობის საქმიანობაზე ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან საბურავები მიიტანეს და რამდენიმე მათგანი დაწვეს. ხელისუფლებას კი წაუყენეს ულტიმატუმი, ერთი საათის განმავლობაში მივიდეს გრუშევსკის ქუჩაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები შენობის შტურმით იმუქრებიან.