უცხოეთი
სახალხო დეპუტატი ოლეგ ცარევი ორშაბათ ღამეს ტელევიზიის შენობაში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ის თავის გუნდთან ერთად პროგრამა „სვობოდა სლოვას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. დეპუტატების მანქანები დალეწეს და საბურავები დაუჭრეს.
მოგვიანებით უკრაინის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მილიციელებმა მოახერხეს და ცარევი „გააფთრებულ ბრბოს“ გაარიდეს.