პუბლიკაციები
გამოკითხვა ბრიტანეთში: 92%-ს თავის საყვარელ მსოფლიო ლიდერად ვლადიმერ პუტინი მიაჩნია!

1Opros-zar-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წამყვანი ბრიტანული გამოცემა „The Independent”-ის მკითხველთა სიმპათიის უპირობო ლიდერად იქცა - გაზეთის მკითხველთა 92 %-მა მას პირველობის პალმის გვირგვინი მიანიჭა გამოკითხვაში: ვინ არის თქვენი საყვარელი მსოფლიო ლიდერი?

გამოკითხვა გამოცემამ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით მოსარგებლე დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერის ნაიჯელ ფარაჯის სენსაციური განცხადების კვალდაკვალ ჩაატარა: „როგორც მოღვაწე (არა როგორც ადამიანი) აღმაფრთოვანებს პუტინი - ის, თუ როგორ ბრწყინვალედ გაუმკლავდა იგი სირიის კრიზისს”. ამასთან, ფარაჯმა პირდაპირ დაადანაშაულა ევროკავშირი იმაში, რომ მან სირიაში, ლიბანსა და უკრაინაში გადატრიალების პროვოცირება მოახდინა.

როგორც გაირკვა, პოლიტიკოსის თვალსაზრისს იზიარებს გაზეთის მკითხველთა დიდი უმრავალესობა - 46 ათასი გამოკითხულიდან მას ხმა მისცა 92%-მა.

შედარებისათვის: ბარაქ ობამა მოსწონს 25-ს, ანგელა მერკელი - 3%-ს, ხოლო დევიდ კემერონი - მხოლოდ 1%-ს.