საზოგადოება
საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე დაშავდა

dizhoni

საფრანგეთში ხანძრის შედეგად დაზარალებული საქართველოს ორი მოქალაქის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.
ქალაქ დიჟონში, იმიგრანტთა საერთო საცხოვრებელში, გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაშავებულები ნესტან კოსტავა და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა, რომლის მხოლოდ გვარია ცნობილი. ის ბანაკში არაბიანის სახელით არის დარეგისტრირებული, მისი ვინაობა დგინდება.

მათ დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს და სახლში გაწერეს. ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ალჟირის, სენეგალისა და ვიეტნამის მოქალაქეები არიან.