აქტუალური
„არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას! მოვსპოთ საქართველოში პრორუსული მე-5 კოლონა!“ - ბოკერიამ, უგულავამ, ვაშაძემ, რურუამ, პანფილოვმა და სხვ. ექს-მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო კანცელარიასთან ნაც-აქცია გამართეს! მიშა მოდის!

1Kolaboracioizmi-aqtual-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 13 აპრილს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიისა" და მოძრაობა ,,დაბრუნების“ ორგანიზებით კანცელარიასთან გაიმართა აქცია “არა კოლაბორაციონიზმს”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის,  “თავისუფალი ზონა”.

მომიტინგეებმა მთავრობას 5 მოთხოვნა წაუყენეს: აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი, აიკრძალოს აგრესორი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება, კონტროლზე აიყვანოს საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი და საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა, შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საჯარო უარყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

საზოგადოება, რომელსაც სურს, რომ შეინარჩუნოს თავისუფლება. საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი პერსონალური თავისუფლება, ყოველთვის უნდა იყოს ფხიზლად, რომ არ დაუშვას იმ ძალების გააქტიურება პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ამ ყველაფერს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეშე მტერი სწორედ ამ ძალებზე დაყრდნობით და ღია სამხედრო აგრესიით ცდილობს ჩვენი თავისუფლების მოსპობას“, - განაცხადა აქციაზე გიგა ბოკერიამ.

სწორედ ამ დროს პრემიერი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ცნობილი სპორტული კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის დაბადებიდან 70 წლისა და სპორტული კომენტატორობის 50 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა. მან სპორტულ კომენტატორს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი მოღვაწეობა უსურვა.