აქტუალური
„ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“ - 115 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი ლუსტრ-აქცია ევროპის მოედანზე თბილისში, რომელზეც მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილის და “ნაცმოძრაობის” საბოლოო კონსოლიდაცია! „ევრომაიდანი 2“ საქართველოში იწყება!

1Evropa-akt-1საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო თბილისში, ევროპის მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს, სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა ევროსტრუქტურებში გაწევრებისაკენ ისწრაფვის.

ჩვენ აქ ვდგავართ არა მარტო ჩვენი არჩევანისთვის, არამედ იმ არჩევნისათვის, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა და იმ არჩევანისათვის, რომელიც ჩვენს შთამომავლობას უფრო ძლიერს და თავისუფალს, უფრო ლაღს და თანამედროვეს გახდის. მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და ასეთი კარგი დღეა. ძალიან მიყვარხართ. ვიცით, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აქცია-კონცერტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა და რომელშიც 115 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, სიტყვით გამოვიდა ლაშა ტუღუში.

სწორედ ამ დროს მტკვრის მეორე მხარეს, „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდებოდა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

1Evropa-aqtual-1-1 1Evropa-aqtual-1-2