უცხოეთი
„ევრომაიდნის“ სახელწოდებით ცნობილი მასობრივი აქციები უკრაინაში 2013 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა და იანვარში რადიკალებისა და მილიციის შეტაკებებში გადაიზარდა. თებერვალში მასობრივმა საპროტესტო აქციებმა და არეულობებმა უკრაინაში, უპირველესად კი კიევში, ნეზალეჟნის მაიდანზე, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
უწყების ცნობით, დადგენილია, რომ სპეციალური ქვედანაყოფი „ბერკუტისა“ და შსს-ს ოპერატიულმა თანამშრომლებმა არსებული კანონმდებლობის საწინააღდეგოდ, უსაფუძვლოდ და არაერთგზის დააკავეს მოქალაქეები თითქოსდა მასობრივ არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით და ისინი კიევის რაიონულ მილიციებში გაამწესეს.