უცხოეთი
უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცქვედანაყოფი „ალფას“ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა დაკავებული შენობების შტურმზე

1spec-zar-1საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფი „ალფას“ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ფედერალიზაციის მომხრე მომიტინგეების მიერ დაკავებული ადმინისტრაციული შენობების იერიშზე დონეცკსა და ლუგანსკში. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

სპეციალური ქვედანაყოფის ოფიცრებმა ღიად განაცხადეს აღნიშნულის შესახებ დონეცკსა და ლუგანსკში ძალოვანების თათბირზე, რომლებიც უკრაინის ვიცე-პრემიერი ვიტალი იარემისა და უკრაინის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავჯდომარე ანდრეი პარუბის მონაწილეობით გაიმართა.

„ჩვენ არ დავხოცავთ ლუგანსკსა და დონეცკში დაკავებულ შენობებში მყოფებს. ჩვენ მხოლოდ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ, ჩვენი ქვედანაყოფები შექმნილია ტერორიზმთან საბრძოლევლად და მძევლების გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს ძალოვანებმა იარემისა და პარუბის მოთხოვნების საპასუხოდ.

გამოცემის წყაროს ცნობით, ახლა დაკავებული შენობების მშვიდობიანად გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.