პუბლიკაციები
ცსს-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავი მოიკლა...

1naCalnik-zar-1საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ში ცსს-ს მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა - მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა. ამის შესახებ Washington Free Beacon იუწყება.

ცსს-ში დაადასტურეს თვითმკვლელობის ფაქტი და აღნიშნეს, რომ ის სამმართველოს შტაბბინაში არ მომხდარა. ინციდენტის სხვა დეტალები, ასევე დაღუპულის ვინაობა არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ უწინ ცსს სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა იმ მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია დაკითხვების დროს სამმართველოს მიერ წამების გამოყენებაზე. უწყებაში მოგვიანებით პირობა დადეს, რომ გაასაჯაროებდნენ დოკუმენტებს, რომლებიც ამ სკანდალურ პრაქტიკასთან იყო დაკავშირებული.