პუბლიკაციები
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სენატის კომიტეტმა სადაზვერვო საქმიანობის საკითხებში რეკომენდაცია მისცა, გაესაჯაროვებინათ დოკუმენტები დაკითხვის მეთოდების შესახებ, რომლებსაც ცსს-ში ეჭვმიტანილების მიმართ იყენებდნენ, - იტყობინება Reuers.
კომიტეტის თავმჯდომარე დიანა ფაინშტაინის თქმით, დოკუმენტების 480 გვერდის გასაჯაროებას მხარი დაუჭირა 11 სენატორმა, წინააღმდეგი გამოვიდა სამი.ქაღალდები, რომლებიც გასაჯაროებას ექვემდებარება, შეიცავს ცნობებს „დაკითხვის გაუმჯობესებული მეთოდების შესახებ“, მათ შორის - წყლის გამოყენებით. დოკუმენტების გასაჯაროების თარიღი არ ხმაურდება.