საზოგადოება
როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანის წარდგინება გაიმართა

qaquca-choloyashviliსამების ტაძრის ახალგაზრდულმა ცენტრმა როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.

„შავი ჩოხა“ 1924 წლის აჯანყების თაოსნის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებას ეძღვნება. „ეს არის წიგნი, რომელიც სამ დროს - წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს“, - აღნიშნა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

„დღეს თუკი სულ გაგვიცივდა გული, თუკი მხოლოდ სხვისი მიბაძვით ვცხოვრობთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წიგნის დაწერა ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, ნათლით მოსილ პიროვნებაზე ერის ისტორიაში. ძალიან მიყვარს ევროპა, მაგრამ ევროპელი არ ვარ, მე ქართველი ვარ... და აი, ამ ქართულ საქმეს აკეთებს როსტომ ჩხეიძე,“ - აღნიშნა მწერალმა ლია სტურუამ.

როსტომ ჩხეიძემ კი იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომლებმაც განსაზღვრa ამ ბიოგრაფიული რომანის შექმნა; შეკრებილებს მოუთხრო, როგორ იწერებოდა წიგნი ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, ვის ბედისწერაშიც საქართველოს ბედისწერა გასიმბოლოვდა, საქართველოსი, სწორედ მისი ძალისხმევით... მისი ძალისხმევით რომ უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით.