პოლიტიკა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „უკრაინის კრიზისი საქართველო-ევროკავშირის დიალოგზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს“

1Stainaier-pol-2საქართველო, 11 აპრილი, საქინფორი. უკრაინის კრიზისი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება და ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ძალიან მალე მოეწერება ხელი”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა აქვს.

აღსანიშნავია საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება დემოკრატიზაციის პროცესში და რეფორმების ის კურსი, რომელსაც თქვენი ხელისუფლება მიჰყვება. მსურს ამ კურსის მხარდაჭერა გამოვხატო და დაგარწმუნოთ, რომ თქვენ გექნებათ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ეს ეხება საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან”, – აღნიშნა შტაინმაიერმა.

მისივე განცხადებით, უკრაინის კრიზისი გავლენას არ მოახდენს საქართველო-ევროკავშირის დიალოგზე, ისევე, როგორც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე.

„უკრაინის კრიზისი არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი, რომელიც ჩვენ ევროპაში გვინახავს, მაგრამ ამან არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა ჩვენს დიალოგზე საქართველოსთან ასოცირების პროცესისა და ბუქარესტის და მისი შემდგომი ფორუმების გადაწყვეტილებების კუთხით”, -აღნიშნა შტაინმაიერმა.