უცხოეთი
ამერიკის კონგრესის წარმომადგენლების აზრით, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ე.წ. დაკითხვების გაუმჯობესებული ტექნიკა, რომელიც 2002 წელს შეიქმნა და აბუ-გრეიბისა და გუანტანამოს ციხეებში გამოიყენებოდა, სინამდვილეში ტერორიზმთან ბრძოლას შეიძლებოდა მოხმარებოდა.
ამასთან, ცსს აზვიადებდა საიდუმლო ციხეებში მყოფ პატიმართა ზოგიერთი საქმისა და საფრთხის მნიშვნელობას. დაზვერვის ხელმძღვანელობა ასევე მალავდა პატიმრების მიმართ წამების გამოყენების ფაქტებს.