აქტუალური
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბატონი ზურაბ აბაშიძე შეხვდება კარასინს. შეხვედრაზე იქნება ჩვეულებრივად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განიხილავენ ჰუმანიტარულ სავაჭრო საკითხებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.