აქტუალური
"სახელმწიფო მდივანმა და მისმა რუსმა კოლეგამ სატელეფონო საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების მშვიდობიანი და დიალოგის გზით მოგვარების მნიშვნელობა განიხილეს. ორივე მათგანმა უარყო ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე გუშინ ორჯერ გაიმართა.