პოლიტიკა
ნაციონალებმა სლოვაკეთის დროშა დაწვეს, რადგან ის რუსეთის დროშის ნაწილად მიიჩნიეს

1dawves-pol-2საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. გუშინ სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანმა 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ის რუსეთის დროშის ნაწილი იყო (ვიდეო იხილეთ აქ).

ლენტი სლოვაკეთის დროშის ფერებში იყო, რაც რუსეთის დროშის ფერების იდენტურია.  გაზდელიანი ლენტის დაწვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"ლენტის მაგივრად ჯობდა, რომ მინაწერი გაეკეთებინათ, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციის მიერ იყო გვირგვინი დადებული. სლოვაკეთის დელეგაციას და მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევდა. ლენტის დაწვა არა ჩემი პირადი, არამედ იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია იყო. ბოდიში არავის არ აქვს მოსახდელი, ეს არის გაუგებრობა და დაუკვირვებლობა იმ ჯგუფისა, ვინც ეს განახორციელა. რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფრი გვეთქმის სლოვაკეთის დელეგაციისადმი, რომელმაც ჩვენს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგ. ეს არის მათი მექანიკური შეცდომა", - განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ვიცე-პრემიერი მიროსლავ ლაიჩაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად გვირგვინი მიიტანა.