უცხოეთი
აქტივისტებმა ლვოვში საოლქო პროკურატურა შტურმით აიღეს

1aktivist-zar-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. მომიტინგეებმა შტურმით აიღეს საოლქო პროკურატურა, ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი „24“ იუწყება.

რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა კარი ანჯამებიდან ჩამოხსნეს და პროკურატურის შენობაში შევიდნენ. სამართალდამცველებმა მათთვის ხელის შეშლა ვერ შეძლეს. აქტივისტებს საოლქო პროკურორ ვლადიმერ გურალთან სურდათ შეხვედრა, მაგრამ იგი სამუშაო ადგილას არ აღმოჩნდა, რადგან მივლინებაში იმყოფებოდა.