საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. სერგეი ლავროვმა წინადადება წამოაყენა უკრაინასთან დაკავშირებით ოთხმხრივი მოლაპარაკება გაიმართოს აშშ-ევროკავშირი-რუსეთი-უკრაინის ფორმატში სამხრეთ-აღმოსავლეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით მაშინ, როცა კიევი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოთხოვნებს სცნობს.
ამავდრულად „ლაიფნიუსზე“ გამოვიდა დონეცკის წინააღმდეგობის ლიდერი ბოლოტოვი და განაცხადა, რომ მას შეხვდნენ ხუნტის წრმომადგენლები და დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.ამბოხებულები შტურმისთვის ემზადებიან. ხარკოვის აქტივისტებისგან განსხვავებით, დონეცკში თავდაცვას ახორციელებენ სერიოზული მამაკაცები, ავღანეთის ომის ვეტერანები და ყოფილი სამხედროები. შესაბამისად, შეტაკებას სერიოზული ხასიათი ექნება. შესაძლოა, სისხლიც დაიღვაროს.
ამგვარად, დონეცკზე დაყრდნობით მოსკოვი დასავლეთსა და მის უკრაინულ ხუნტას უკანასკნელ ჩინურ გაფრთხილებას აძლევს. რუსეთი მზადაა მოლაპარაკებების გასამართავად და კომპრომისების გამოსაძებნად, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთის ინტერესები.