უცხოეთი
რუსეთი ფულს ვერ იღებს, ევროპამ შეიძლება გაზი ვერ მიიღოს

1gaz-zar-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. უკრაინა არ აღიარებს გაზზე რუსულ ფასებს და ევროპას მიწოდების პრობლემით ემუქრება. დღეს პრეზიდენტი პუტინი ექსტრაორდინარულ სიტუაციას მთავრობასთან ერთად განიხილავს.

1000 კუბ/მ გაზის საფასური 500 დოლარი უკრაინისთვის მიუღებელია, თუ საკითხის გადაჭრა არ მოხერხდა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება გაზის მიწოდება არა მარტო უკრაინაში, არამედ მისი ტრანზიტიც ევროპაში. ამის შესახებ გუშინ ბრიუსელში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ეტინგერთან შეხვედრის შემდეგ.

„უკრაინის შესაძლებლობები ტრანზიტის უზრუნველსაყოფად უსაზღვრო არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

უკრაინასთან ენერგეტიკულ დიალოგში ექსტრაორდინარული სიტუაცია იქმნება. ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტი საკითხს მთავრობასთან ერთად განიხილავს, - განაცხადა პასუხად პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„გაზპრომის“ წარმომადგენელი აღნიშნულ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს.

აპრილის დასაწყისში უკრაინამ გაზზე ორი ფასდაკლება დაკარგა და 1000 კუბ/მ-ის საფასური მისთვის 80%-ით - 268.5 დოლარიდან 485.4 დოლარამდე გაიზარდა. ახლა ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია.