აქტუალური
რეგიონული განვითარების სამინისტროსა და „BP ექსპლორეიშენ სერვისეზ ლიმიტედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1memorandum-akt-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს“,  „რეგიონული განვითარების ასოციაციასა“ და „BP ექსპლორეიშენ სერვისეზ ლიმიტედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოეწერა „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენების კომპანიებში.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება CDI-ის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და  შესრულების შესახებ. თავის მხრივ, სამინისტრო მოახდენს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმირებას CDI-ის სამიზნე სოფლებში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რათა არ მოხდეს მათი დუბლირება.

მემორანდუმი მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ვადის გაგრძელების თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, მხარეები დამატებით შეთანხმდებიან.