აქტუალური
პოლ კრეიგ რობერტსი: „კიევის პროტესტი ვაშინგტონის მიერ იყო ორგანიზებული იმისათვის, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბაზები განეთავსებინა და უკრაინა გაეძარცვა“

1pol-aqt-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ამერიკელმა ეკონომისტმა და პუბლიცისტმა პოლ კრეიგ რობერტსმა თავის საიტზე გამოაქვეყნა იმ სიტუაციის ანალიზი, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა. მისი აზრით, კიევის საპროტესტო აქციები ვაშინგტონის მიერ იყო ორგანიზებული იმისათვის, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბაზები განეთავსებინა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის თავსმოხვევით უკრაინა „გაეძარცვა“.

ეს „ძარცვა“, წერს კრეიგი, უკვე დაიწყო, ხოლო იდეალისტები, რომლებიც მაიდანზე საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, „მიმნდობი ბედოვლათები“ აღმოჩნდნენ.

ახლა უკრაინას მთელი რიგი პრობლემები გაუჩნდა. თავისთავად ქვეყანა უკრაინელი და რუსული ტერიტორიების ‘წარმოუდგენელ შენაერთს“ წარმოადგენს, რომლებიც ერთიან საზღვრებში ლენინმა და ხრუშჩოვმა „ჩატენეს“. ყირიმი უკვე შეუერთდა რუსეთს, შესაძლოა იგივე გზა აირჩიოს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინამაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავრობა რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მტრობის გამოვლენას გააგრძელებს.

კონფლიქტი ღვივდება „მემარჯვენე სექტორსა“ და აშშ-ის „მარიონეტებს“ შორისაც, დასძენს პოლ კრეიგი. შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ვაშინგტონი შესაძლოა მხარში ამოუდგეს თავის შეგირდებს და მაშინ ნატოს ჯარების გამოჩენა უკრაინაში პუტინს აიძულებს, უკრაინის დარჩენილი რუსულენოვანი ნაწილებიც შეიერთოს.

ამასთან, დასავლური მედია არ ამხელს სრულ სიმართლეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „დახმარებების პაკეტის“ შესახებ. მედია იუწყება, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანას იხსნის და მას მილიარდებს მისცემს. რეალურად კი, წერს რობერტსი, უკრაინა „ვერასოდეს იხილავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ დოლარსაც კი“. სინადვილეში საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისათვის გათვალისწინებულ თანხას დასავლურ ბანკებს გადასცემს, ისინი კი ამ თანხით უკრაინის ვალს შეამცირებენ. შედეგად, უკრაინას არა ბანკების, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი ექნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობები კი ეკონომიის მკაცრ რეჟიმს გულისხმობს. უკრაინაში შემცირდება პენსიები, სამთავრობო ხარჯები, სუბსიდიები მნიშვნელოვან შენაძენებზე, მაგალითად გაზზე. შედეგად, ცხოვრების ისედაც დაბალი დონე კიდევ უფრო დაიწევს, სახელმწიფო ქონებას და კერძო საწარმოებს დასავლეთელ მყიდველებს გადასცემენ. ამასთან, უკრაინა ვალდებული იქნება, გრივნის მერყევ კურსზე გადავიდეს, რათა თავიდან აიცილოს გრივნის კურსის ვარდნა მაღალი ფასები იმპორტზე. ქვეყანა ვალებში ჩაეფლობა. ამასთან, კორუფცია არ აღმოიფხვრება.

ამგვარად, ასკვნის რობერტსი, „მაიდანზე მიამიტი საპტროტესტო აქციების პირდაპირი შედეგი ცხოვრების დაბალი დონე, კორუფციის ზრდა, ეკონომიკურ პოლიტიკაში სუვერენიტეტის დაკარგვა და სახელმწიფო ქონებისა დ კერძო საკუთრების დასავლეთის ხელში გადაცემა იქნება“. ნატოს ბრჭყალებში მოხვედრით კი უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კავშირშიც აღმოჩნდება და რუსეთიც რაკეტებს მისკენ მიმართავს. რუსეთისა და უკრაინისათვის, რომლებსაც მჭიდრო კავშირები და საერთო ისტორია აქვთ, ეს ტრაგედიის ტოლფასია, - დარწმუნებულია რობერტსი.