რელიგია
ქართველებმა ამერიკაში ეკლესიის ასაშენებლად ფონდი ჩამოაყალიბეს

washington2ამერიკაში, კერძოდ ვაშინგტონში, ქართველმა ემიგრანტებმა წმიდა თამარის სახელობის ეკლესიის ასაშენებლად ფონდი დააარსეს. სპეციალურად ამ ფონდის დასახმარებლად ვაშინგტონში ქართული ცეკვისა და სიმღერის ფესტივალიც ჩატარდა.

შემოწირული თანხით ქართველი ემიგრანტები ეკლესიისთვის მიწას შეიძენენ და ტაძარს ააშენებენ. ღონისძიებაზე 500-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა. კონცერტი ქართველი მხატვრის გამოფენით და კერძების დაგემოვნებით დასრულდა.