სამართალი
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ამხილეს და დააკავეს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს რკინიგზის“ მოლარე-კონტროლიორები – დავით კ, ირმა ჭ. და შალვა ი.
გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).