უცხოეთი
ობამამ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

zakon-ucx-3საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ კანონს უკრაინის მხარდაჭერისა და იმ რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებსაც აშშ ამ ქვეყანაში კრიზისზე პასუხისმგებლად მიიჩნევს, - განაცხადა პრეზიდენტის პრემდივანმა ჯეი კარნიმ.

„პრეზიდენტა ხელი მოაწერა კანონს „უკრაინაში ეკონომიკური სტაბილურობის, დემოკრატიის, მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საკრედიტო გარანტიებს უკრაინისათვის და უკრაინასთან დაკავშირებით სანქციების შემოღებას ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის“, - აღნიშნა კარნიმ.

კანონი ითვალისწინებს საკრედიტო გარანტიებს უკრაინისათვის 1 მლრდ დოლარის ოდენობით და დაუყოვნებელ დახმარებას 150 მლნ დოლარის ოდენობით. კანონი მიღებულია ობამას ბრძანებულებების ზედდართვით, რომელთა მიხედვითაც რუსეთის წინააღდეგ ამერიკული სანქციების ორი რაუნდი გატარდა.