შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

საქართველო, 4 აპრილი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი
ალექსანდრე ჭიკაიძე სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში სამუშაო თათბირი ჩაატარა და მიმდინარე საკითხები განიხილა.
მინისტრმა ასევე მოინახულა ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოები, თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუშაობას გაეცნო.