საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 3 აპრილს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავის საიტზე გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები დიდი სამამულო ომის წლებში დასავლეთ უკრაინაში უკრაინელი ნაციონალისტების საქმიანობის შესახებ.
ამავე დროს ოკუპანტების ინიციატივით იქმნება სადამსჯელო რაზმები ეროვნული ნიშნით, რომელთა წევრები საკუთარ თავს “უკრაინელ კაზაკებს” უწოდებდნენ.
“მათ, ძირითადად, წითელი არმიიდან გამოქცეული დეზერტირი უკრაინელების და ადგილობრივი ნაციონალისტური ელემენტებისგან კრებენ”, - ნათქვამია დოკუმენტში.
შემდგომში სადამსჯელო რაზმებმა, ნაცისტური სარდლობისგან მოქმედების სრული თავისუფლების მიღების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისადმი მხეცური მოპყრობით გამოიჩინეს თავი.
გერმანული სარდლობის ლოგიკა მარტივი იყო: ნაციონალისტებისგან მათ მხოლოდ სურსათი და პირუტყვი სჭირდებოდათ, სანაცვლოდ კი სადამსჯელო რაზმებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში ხელები გაუხსნეს.
![]() |