უცხოეთი
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო სამომხმარებლო ინსპექციამ ჩაატარა შემოწმება და გაყიდვიდან ამოაქვს რუსული საკონდიტრო, ყველისა და რძის პროდუქტები. ამის შესახებ ინფორმაცია ინსპექციის საიტზე განთავსდა.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საქონლის რეალიზაცია „საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ“ უკრაინის კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ხორციელდებოდა.
აიკრძალა „ვიჩუნაი-რუსის“ და „როსკონის“ თევზის კონსერვებიც, ისევე, როგორც „ლაკტალის ისტრას“ მდნარი ყველი.