უცხოეთი
ნასამ რფ-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა

NASA-zar-1საქართველო, 3 აპრილი, საქინფორი. აშშ-მა კოსმოსურ სფეროში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტის გარდა, რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა, იტყობინება NASA.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, NASA შეაჩერებს რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების დიდ ნაწილს. თუმცა, NASA და როსკოსმოსი განაგრძობენ ერთად მოქმედებას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უწყვეტი მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

NASA-ს განცხადებაში ასევე დასახულია მიზანი, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ საკუთარი პილოტირებული ხომალდის აღჭურვა და ამერიკელი ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნისას გათავისუფლდნენ „რუსეთზე დამოკიდებულებისაგან“. შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების შემთხვევაში, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ასეთი ხომალდი შესაძლოა 2017 წლისათვის აიგოს.

ამ დროისათვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საერთაშორისო ეკიპაჟების, მათ შორის ამერიკელი ასტრონავტების, გადაყვანა  მხოლოდ რუსული ხომალდებით ხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი NASA-სა და როსკოსმოსს შორის გათვლილია 2017 წლამდე. ამერიკული მედიის მონაცემებით, ხომალდის კაბინაში ერთი ადგილისათვის აშშ  70 მლნ-მდე დოლარს იხდის.