აქტუალური
"ხვალ დავიწყებ შეხვედრებს აჭარის რეგიონში, მინდა ადგილზე გავეცნო პრობლემებს. ამ მიზნით ვგეგმავ ყველა რეგიონში სტუმრობას და მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა პირადად მოვისმინო, რა აწუხებთ ყველაზე მეტად და რა მოლოდინი აქვთ ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ სამზადისს.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც დაესწრო.