უცხოეთი
ნატო რფ-სთან სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობის მთელ კომპლექსს წყვეტს

natoსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის კრიზისის შედეგად, ნატომ რუსეთთან სამხედრო და სამოქალაქო პრაქტიკული თანამშრომლობის მთელი კომპლექსის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატოს საბჭოს შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი.

თუმცა ალიანსმა გადაწყვიტა, ელჩებისა და ზემო დონეზე განაგრძოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რათა რფ-სთან დიალოგის შესაძლებლობა შენარჩუნდეს.