სამართალი
IRI: სამოქალაქო სექტორში ივანიშვილის გადასვლას კატეგორიულად არ ეთანხმება 36%, ეთანხმება - 19%

biZoსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რომელიც 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩატარდა, კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა პრემიერ-მინისტრის პოსტი და გადასულიყო სამოქალაქო სექტორში, გამოკითხულთა 19% ფიქრობს, რომ უნდა გადასულიყო,  17% ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას ნაწილობრივ ეთანხმება, 16% ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო რესპონდენტთა 36% ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას კატეგორიულად არ ეთანხმება.

IRI-ს გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3 992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.