რელიგია
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებიდან სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს

mama-saz-3საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 1 აპრილს, წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადააბრძანეს, სადაც ის მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, წმინდანის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა.

მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში 24 თებერვლიდან იყო დასვენებული და ამ დროის განმავლობაში ყველა მსურველს ჰქონდა წმინდა ნაწილების მოლოცვის საშულება.

საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავდა.