საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრისას მხარი დაუჭირა ყირიმისა და სევასტოპოლის შესვლას რფ-ის შემადგენლობაში. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყარზაის პოზიცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ქაბული ხომ ფინანსურ დახმარებას ევროპისა და აშშ-სგან იღებს, რომლებიც მოსკოვის ქმედებების მკვეთრი კრიტიკით გამოდიან. სტატიის ავტორი ასევე იხსენებს 1979-1989 წლების ავღანეთის ომს.
თუმცა ქაბულს მოსკოვის გამოსარჩლების მიზეზები აქვს. აღნიშნულია, რომ აშშ ქვეყნიდან ჯარების გამოსაყვანად ემზადება და ყარზაი იმ სახელწიფოთა მხარდაჭერის ძიებაშია, რომლებიც თალიბებთან ბრძოლაში დაეხმარებიან. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად სთავაზობს ავღანეთს დახმარებას რეგიონის განვითარებაში. ამიტომაც მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქაბულისთვის.
ამგვარად, ავღანეთი შეუერთდა სირიას, ვენესუელას, ყაზახეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ყირიმში მოსკოვის პოლიტიკას, სადაც ახლა სრული სვლით მიმდინარეობს რფ-სთან ინტეგრაცია. 24 მარტს ნახევარკუნძულზე მიმოქცევაში შევიდა რუსული რუბლი.