საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

saz-3-gubernatorსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. გუბერნატორების სამთვიანი მუშაობის ანგარიში განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუბერნატორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. საუბარი  შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე  რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ რაიონში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

პრემიერ–მინისტრი საგაზაფხულო ხვნა–თესვის პროგრამითაც დაინტერესდა.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრნენ.