აქტუალური
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს. დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ბიზნეს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მანვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და ლიბერალურ საგადასახადო სისტემაზე. ამასთან, ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ და ხელსაყრელ ადგილმდებარეობას.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. დელეგაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ყატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Al Baida Group-ის თავმჯდომარე ალი ალ მისნადი ხელმძღვანელობს.