საზოგადოება
ინგლისსა და უელსში ძალაში შევიდა კანონი გეი-ქორწინების შესახებ! საქართველო - წინ, ევროპისაკენ!

obS-2-an-brakსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. გასულ შაბათს ინგლისსა და უელსში ძალაში შევიდა კანონი ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ. ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა ამას “ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მომენტი” უწოდა. შაბათს ღამე ერთბაშად რამდენიმე ერთსქესიანმა ჩაატარა საქორწინო ცერემონია, რადგან სურდათ, პირველებს გაეფორმებინათ თავიანთი ურთიერთობა.

ცნობისათვის: 2005 წელს ერთსქესიან წყვილებს ბრიტანეთში შესაძლებლობა მიეცათ, სამოქალაქო პარტნიორობა გაეფორმებინათ, რაც იურიდიულად ბევრად არ განსხვავდება ქორწინებისგან. თუმცა ბევრი გეი-აქტივისტი პარტნიორობას ურთიერთობის უფრო ნაკლოვან ფორმად მიიჩნევდა და სრულფასოვანი ქორწინების შესაძლებლობის მოპოვებას ცდილობდა.